ჯო ბაიდენი - ცუდი ამბავი მაქვს - წასვლას არ ვაპირებ

ჯო ბაიდენი - ცუდი ამბავი მაქვს - წასვლას არ ვაპირებ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ამერიკული პრესა წერს, დელავერის შტატში, მშობლიურ ქალაქ ვილმინგტონში, ჯო ბაიდენი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად მივიდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, "დღეს მშვენიერი დღეა ხმის მისაცემად". "ცუდი ამბავი მაქვს - წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა ბაიდენმა ბიულეტენის ჩაგდებამდე და იქვე დასძინა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ "აშშ-ში შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებასთან" ბრძოლას გააგრძელებს.

მანამდე, საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა, სადაც მეუღლე ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა