"თითქმის ყველას მოსწონს ის, რასაც ძველებურ გადმონაშთს ეძახიან" - როგორია იდეალური ქალი ანდრია გველესიანის აზრით

"თითქმის ყველას მოსწონს ის, რასაც ძველებურ გადმონაშთს ეძახიან" - როგორია იდეალური ქალი ანდრია გველესიანის აზრით

იდეალური არაფერია სამყაროში, თუმცა ამ სიტყვას მაინც ხშირად ვიყენებთ. ალბათ, იმის აღსანიშნავად, რაც ყველაზე ახლოსაა სრულყოფილებასთან. გიფიქრიათ, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი? სადავო თემაა, ყველას თავისი, განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამ საკითხზე ანდრია გველესიანის აზრის გაგება, ალბათ უამრავ მანდილოსანს გაახარებს, იმის მიუხედავად, რომ ცნობილია, რომ მსახიობი შეყვარებულია.

-რა იქცევს პირველ რიგში თქვენს ყურადღებას, როდესაც ქალს ხედავთ?

-პირველ რიგში გარეგნობა, რა თქმა უნდა.

-ვიზუალურად ქერა ქალბატონები უფრო მოგწონთ, შავგვრემანი თუ ჟღალთმიანი?

-ვფიქრობ, თმის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. ქერა ქალბატონებიც არიან ლამაზები, ჟღალთმიანებიც და შავგვრემნებიც.

-ეთანხმებით იმ ფრაზას, რომ კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის?

-ზოგადად ჯობია, რომ მშიერი არ იყო ადამიანი, რაღაც გავლენას ნამდვილად ახდენს ურთიერთობაზე შიმშილი. ჯობია, ვჭამოთ და მერე გვიყვარდეს ერთმანეთი (იცინის).

-ამბობენ, რომ ზოგიერთ მამაკაცს მასზე ძლიერი და ჭკვიანი ქალები აშინებს. თქვენ შემთხვევაში როგორაა? ჭკვიანი და ძლიერი ქალები გიზიდავთ, თუ პირიქით გაშინებთ?

-მე ყველა ძლიერ ადამიანს ვაფასებ, მაგრამ, ალბათ ყველა მამაკაცს გვაქ იმის ამბიცია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები.

-რით განისაზღვრება თქვენთვის ქალის პატიოსნება?

-ზოგადად პატიოსნებას ბოლო პერიოდში ყველა ძალიან ინდივიდუალურად აღიქვამს. ვფიქრობ პატიოსანია ადამიანი, ვინც კარგადაა აღზრდილი. ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია, როცა გოგო ვინმესთან უსიყვარულოდაა. მე ქალწულობით არ განვსაზღვრავ პატიოსნებას. შეიძლება გოგო არ იყოს ქალწული, მაგრამ ქალწულზე ბევრად უფრო პატიოსანი იყოს. ეს იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, მეცინება, ამაზე რომ ვსაუბრობ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება