არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 244, ჰილარი კლინტონს კი - 209 ხმა აქვს

არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 244, ჰილარი კლინტონს კი - 209 ხმა აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელ" კანდიდატ დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს მოპოვებული, "დემოკრატ" ჰილარი კლინტონს კი - 209.

LIVE| თვალი ადევნეთ არჩევნების შედეგებს პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია "ბიბისი"-ს პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ჰილარი კლინტონმა გამარჯვება ისეთ შტატებში უნდა მოიპოვოს, როგორიცაა პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი.

ტელეკომპანია "ბიბისი"-ს ცნობით, ჯორჯიას შტატში პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტრადიციულად, შტატის მოსახლეობა "რესპუბლიკურ პარტიას" აძლევს ხმას.

ამ დროისთვის, აშშ-ის მასშტაბით დაიხურა საარჩევნო უბნები ყველა შტატში, გარდა ალიასკასი.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა