ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლება იწყება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლება იწყება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, "ნატო-საქართველოს სწავლება 2016" ოფიციალურად გაიხსნა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებრნ, მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში მეორედ ტარდება. კრიზისებზე რეაგირების პროცესს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება მიზნად ისახავს დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენელთა უნარ-ჩვევების განვითარებას.

სწავლების სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ გარემოსთან და საქართველოს და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებ. ასევე, ეხმარება ქართველ ოფიცრებს დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობების დამუშავებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია, მშვიდობიან პერიოდში, რეგიონში ნატოს სტანდარტულ მოქმედება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ის ნატოსა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით დაიგეგმა. "ნატო-საქართველოს სწავლება 2016" პირველი წვრთნაა, რომელიც წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ტარდება.

ნატო-საქართველოს სწავლების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის და სახმელეთო ძალების სარდლობა, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის პარტნიორი ქვეყნები და საქართველოს შეიარაღებული ძალები.

სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად მონაწილეობს ნატოს წევრი 11 ქვეყნის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდის სამეფოს, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ბელგიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და ორი პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის და მაკედონიის 250 სამხედრო.

"ეს იქნება საშუალება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცილება საქართველოს სამხედრო ძალებთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ალიანსის და რეგიონის უსაფრთოხების საქმეში," - აცხადებს ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JTEC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადისლავ იუნგი.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დაწყებული სწავლება 20 ნოემბერს დასრულდება.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე