თეთრ სახლში ბარაქ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. დაგეგმილი 15 წუთის ნაცვლად შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.
ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისა და არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შედგა, რომლის დასრულების შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრას ამერიკაში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამამ გუშინ ფოტოს გადაღების ცერემონია გადადო, რომელიც თეთრი სახლის ეზოში იმართება ხოლმე. ვიდრე პრეზიდენტები საუბრობდნენ, პირველმა ლედიმ მომავალ პირველ ლედის თეთრი სახლი დაათვალიერებინა.