82 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული კანადელი მომღერალი ლეონარდ კოენი. კოენი 1934 წლის 21 სექტემბერს კვებეკში დაიბადა. 60-იან წლებში პოეზიამ მას დიდი აღიარება მოუტანა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა მომღერალი გამხდარიყო. სადებიუტო ალბომი Songs of Leonard Cohen 1967 წელს გამოუშვა. ალბომი გამოსვლის დღიდან გახდა პოპულარული და დღეს უკვე კლასიკურ ნამუშევრად ითვლება. კოენი ათწლეულების მანძილზე აგრძელებდა მუსიკოსად მოღვაწეობას, წერდა ლექსებს. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა Hallelujah ასეულობით შემსრულებელს აქვს დაქავერებული და პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია.

მომზადებულია spin.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება