Washington Post - ბარაქ ობამამ გავლენიანი დაჯგუფების "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა

Washington Post - ბარაქ ობამამ გავლენიანი დაჯგუფების "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დაჯგუფების, "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დაჯგუფება "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც "ჯაბჰათ ან-ნუსრა" და სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ფილიალი იყო.

როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, თეთრ სახლში შიშობენ, რომ რადიკალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალ ბაზებს გახსნიან, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში ტერორისტული აქტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

როგორც მოსალოდნელია, დაჯგუფების ლიდერების ლიკვიდირება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა