როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"

როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - ბავშვური, ხალისიანი ხატია მელქაძე ტელესერიალ "ჰეროკრატიაში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძის როლს ასრულებს. ხატია "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მონაწილეობს. დაახლოებით 1 წელი, "კომედი შოუს" საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც გახლდათ...

- როცა "ჰეროკრატიისთვის" კასტინგი გამოცხადდა, მეგობრები წავედით, ფოტო გადავიღეთ... 4-5 თვის მერე დამირეკეს - კასტინგზე ხართ დაბარებულიო. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან რუსთავში, გასვენებაში ვიყავი, ცხადია - უმაკიაჟოდ, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა... კასტინგზე არ უნდა დამგვიანებოდა. ამიტომ გამოპრანჭვას და დაგვიანებას, უმაკიაჟოდ მისვლა ვამჯობინე. თან, ძალიან ცხელოდა... ბატონ გოგა ხაინდრავას ჩემთან გასაუბრება აინტერესებდა. მკითხა, - ხათუნა კალმახელიძე თუ იცი, ვინ არისო? დავფიქრდი: მეთქვა, რომ ვიცოდი თუ სიმართლე გამემხილა? რა თქმა უნდა, სიმართლე ვუთხარი, - აზრზე არ ვარ-მეთქი. აპოლიტიკური გახლავართ და მეგონა, ამ როლზე არ დამამტკიცებდნენ. როცა გოგა ჩემი ასაკით დაინტერესდა და ვუთხარი, რომ 27 წლის ვიყავი, მითხრა: ისე ბავშვურად გამოიყურები, რომ მაქსიმუმ, 20-ის მეგონეო. - ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ბატონო გოგა-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ მიპასუხა: - ეს ის შემთხვევაა, როცა კომპლიმენტად არ უნდა მიიღოო (იცინის). ხელი ჩავიქნიე... რამდენიმე თვის მერე დამირეკეს, - როლზე დამტკიცებული ხარო. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ გრძელვადიანი როლი იქნებოდა, მერე კი მითხრეს, რომ მხოლოდ 1 გადაღება მექნებოდა. ციხის სცენა იყო გადასაღები (ორთაჭალაში). გამიხარდა, რადგან ეკრანზე გამოჩენით განებივრებული არ ვარ და წავედი. რატომღაც, ბავშვობიდან ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი (იცინის), იქაურობა მაინტერესებდა. ოცნება ამიხდა. რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე პატიმრები არ ყოფილან - მსახიობები, სტაფის წევრები ვიყავით, მაგრამ ისეთი აურა ტრიალებდა, რომ უკვე რაღაცნაირი გავხდი... თან, გადაღებაზე, ბავშვურად გამოწყობილი, თეატრიდან მივედი - "პომპონიანი" ქუდი მეხურა. იმ დროს უკვე ორსულად ვიყავი, მაგრამ მუცელი არ მეტყობოდა და არც არაფერი მითქვამს, რადგან მეგონა, მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვიქნებოდი. გადაღების დასრულების შემდეგ, ბატონმა გოგამ მითხრა, - მინდა, შენი გმირი დავაბრუნო და შემდგომ გადაღებებში მონაწილეობაზე თანახმა ხარ თუ არაო? დავთანხმდი, მაგრამ იმწამს ვერ გავბედე, მეთქვა, - ორსულად ვარ-მეთქი. გოგას გარდა, ყველას ვეუბნებოდი, - ფეხმძიმედ ვარ და მუცელი რომ გამეზარდოს, რა მეშველება? როლიდან მომხსნიან-მეთქი. მეორე გადაღება მარტში დამინიშნეს. უკვე 6 თვის ორსული ვიყავი და მუცელი ისევ არ მეტყობოდა.

- რეჟისორს შენი მდგომარეობის შესახებ უთხარი?

- მეორე გადაღებაზე რომ მივედი, დამალვას უკვე აზრი არ ჰქონდა. მართალია, ორსულობა არ მეტყობოდა, მაგრამ რეჟისორის მოტყუებას მაინც ვერ გავბედავდი და ვუთხარი. მიპასუხა: - ჰო, ეგ მითხრეს და 1 თვის ორსული ხარ თუ ორისო (იცინის)? ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ 6 თვის ფეხმძიმე გახლდით... როგორც კი "მატორს" იტყოდნენ, მუცელი შიგნით შემდიოდა. ამის მოწმე სრულიად "ლეხაინდრაოს" გადამღები ჯგუფია (იცინის). მაგალითად, ჩემი გმირის დაკითხვის სცენის გადაღებისას, 9 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ არაფერი მეტყობოდა. წონაში მხოლოდ 10 კილო მქონდა მომატებული. ბატონი გოგა სულ მეკითხებოდა, როგორ ვიყავი, რამე ხომ არ მინდოდა? ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ბავშვი რომ გავაჩინე, მეორე დილით პალატის კარი გაიღო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩემხელა თაიგული "შემოვიდა" - ხაინდრავას სტუდიიდან გამომიგზავნეს... გადაღებაზე ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. ისეთ პროფესიონალებთან ვიმუშავე, რომ უპირველეს ყოვლისა, სიამოვნება მივიღე, როგორც მსა­ხიობმა. რა თქმა უნდა, კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება შევიძინე... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება