დიმიტრი მედვედევი - მიხეილ სააკაშვილმა ჩაისვარა

დიმიტრი მედვედევი - მიხეილ სააკაშვილმა ჩაისვარა

რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი ოდესის ექსგუბერნატორის კარიერას აფასებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კარიერა უარყოფითად დასრულდა. ამის შესახებ მედვედევმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ოდესის გუბერნატორის გადაყენება არ არის ძლიერ მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ამის მიუხედავად რუსულად ვიტყვი: ამ მგზავრმა კიდევ ერთხელ, რასაც ჰქვია, ჩაისვარა და უკრაინისთვის, სამწუხაროდ, რომელიც იმედოვნებდა ოდესის აყვავებას ამ მრავალმხრივ გამოცდილი ადამიანის მოსვლით, შედეგი ნულია, უარყოფითი", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მედვედევის კომეტარს "ფეისბუქით" მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერმა თავისი კომენტარით გააქარწყლა აზრი, რომ სააკაშვილი "კრემლის აგენტია". "რა გასაკვირია, კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი "ექსპერტის" აზრებს. ამის შემდეგ კიდევ ვინმე შეძლებს ილაპარაკოს, რომ მე კრემლის აგენტი ვარ?!", - წერს სააკაშვილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა