Der Spiegel - დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის გამო, ნატო-მ 2017 წლის დასაწყისში დაგეგმილი სამიტი გადაიტანა

Der Spiegel - დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის გამო, ნატო-მ 2017 წლის დასაწყისში დაგეგმილი სამიტი გადაიტანა

დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის გამო ნატო-მ 2017 წლის დასაწყისში დაგეგმილი სამიტის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გერმანული Der Spiegel-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება.

მასალაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მისცეს მეტი დრო აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რათა ნატო-ს მიმართ საკუთარ პოლიტიკაში გაერკვიოს.

როგორც Der Spiegel-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა ალიანსში შეშფოთებას იწვევს. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ უწოდა ნატო-ს "უსარგებლო" ორგანიზაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა