სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა, - იუწყება "რია ნოვოსტი".

მეორე ტურში ბრძოლა გაიმართა იგორ დოდონსა და მემარჯვენე ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, პარტია "მოქმედება და სოლიდარობის" ლიდერს მაიეი სანდუს შორის. მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 99,09% პროტოკოლების დათვლის შემდეგ იგორ დოდონი ლიდერობს 53,12%-ით, ხოლო მისმა ოპონენტმა ხმების 46,88% მიიღო.

"დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებზე. კიდევ გრძელდება ხმების მიცემა ოკეანის მიღმა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ უკვე მივიღეთ 50%+1 ხმა. ჩვენ გავიმარჯვეთ", - აღნიშნა იგორ დოდონმა ბრიფინგზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა