ღამის გართობა საქართველოში - კონტროლდება თუ არა კლუბური ცხოვრების მოყვარულთა ასაკი

ღამის გართობა საქართველოში - კონტროლდება თუ არა კლუბური ცხოვრების მოყვარულთა ასაკი

საქართველოში კლუბური ცხოვრება ბოლო წლებია სულ უფრო პოპულარული ხდება. ღამე გართობის მოყვარულები თბილისში უამრავ ადგილს იპოვიან, სადაც კარგი მუსიკის მოსმენას, ცეკვას და დასვენებას შეძლებენ. კლუბური ცხოვრების მოყვარულებში კი როგორც აღმოჩნდა არასრულწლოვნებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს მსგავს ადგილებში გართობა ეკრძალებათ, არსებობს ეჭვი, რომ ისინი მაინც ახერხებენ ღამის კლუბებში შესვლას, ალკოჰოლური სასმელის მიღებას და ა.შ.

მართლაც ხდება თუ არა მსგავსი შემთხვევები, ამის გასარკვევად საქართველოში ყველაზე დიდი ღონისძიებების ორგანიზატორებს დავუკავშირდით.

Gem fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა: "ჯემ ფესტზე" სტუმრების ასაკის კონტროლი ძალიან მარტივია, რადგან ჩვენს ტერტორიაზე შესვლა ხდება პერსონალიზირებული საშვით, სტუმარი ჩვენს ტერიტორიაზე რომ მოხვდეს მას უნდა ჰქონდეს ე.წ. მულტიპასი, რომელზეც არის მისი პირადი ინფორმაცია და ფოტოსურათი. ამის გარეშე ის ფესტივალს ვერ დაესწრება. ეს პერსონალიზებული საშვი რომ მიიღოთ, სარეგისტრაციო ოფისში უნდა წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა. თუ მსურველი არასრულწლოვანია, ჩვენთან რეგისტრაციას ვერ გაივლის. ჩვენ არ გვინდა არასრულწლოვნებმა მიიღოს ალკოჰოლი, მოწიონ სიგარეტი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ არასრულწლოვნები შემოვუშვათ, მათ შეუძლიათ ჩვენს ღონისძიებებზე დასწრება მშობლებთან ერთად და სამომავლოდ ვაპირებთ კიდეც ოჯახებით ჩამოსულ სტუმრებს ბავშვთა გასართობი ადგილებიც დავახვედროთ".

მიშო ჯანიაშვილი, პროექტ SPACE FEELING-ის ორგანიზატორი: "ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა უცხოელი მუსიკოსები ჩამოვლენ. ღონისძიება 25 ნოემბერს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება. ჩვენთან კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს, ერთ-ერთი არის ონლაინ ბილეთების გაყიდვა, რომლისთვისაც უნდა დარეგისტრირდე და ერთ-ერთ სარეგისტრაციო ველში პირადი ნომერი შეიყვანო. თუ ბილეთის ყიდვა ვინმეს სალაროში უწევს, ამ დროსაც აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს დაცვის სამსახურის 60-კაციანი ჯგუფი. ადრე გვქონდა შემთხვევა, რომ დაძვრებოდნენ არასრულწლოვნები სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამიტომ დაცვის დაყენება აუცილებელი გახდა. შემოსასვლელში გვეყოლება face da age კონტროლი, რომელიც სტუმრებს დახვდება. საეჭვო პირები კი გადამოწმდებიან".

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება