როგორ ემზადება ჟურნალი ”ბომონდი” 20 წლის საიუბილეო საღამოსთვის: backstage

როგორ ემზადება ჟურნალი ”ბომონდი” 20 წლის საიუბილეო საღამოსთვის: backstage

20 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ჟურნალ "ბომონდის" 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. ჟურნალ "ბომონდს" 20 წელი უსრულდება.

"ბომონდის" რედაქტორი, თეა აგლაძე: ნოემბერში ჟურნალის განახლებული ნომერი გამოვიდა. საიუბილეო საღამოსთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. საღამო ძალიან სადა და დახვეწილი იქნება. წარმოდგენილი იქნება ჩვენება-პერფორმანსი Datuna. მონაწილეობას ძველი თაობის მოდელები მიიღებენ: თაკო ჩხეიძე, კრისტი ყიფშიძე, თიკა ფაცაცია, თამუნა გაბრიელაშვილი და სხვები. გოგოების გამოსვლა ძალიან ახლოსაა "ბომონდის" კონცეფციასთან, რადგან თითოეული მათგანი, ჟურნალის არსებობის მანძილზე, გარეკანზე ყოფილან და მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. ჟურნალ "ბომონდის" ისტორია ერთად შევქმენით. წარმოდგენისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. გაკეთდა ვარცხნილობებისა და მაკიაჟის სატესტო ვერსიები ისე, როგორც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

ჟურნალი "ბომონდი" როგორც ყოველთვის, თავის ერთგულ პარტნიორებს და მკითხველს დახვეწილ გარემოში უმასპინძლებს."

საღამოს მეორე ნაწილი დაეთმობა ფურშეტსა და სიურპრიზებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება