უკითხავენ თუ არა ცნობილი დედები შვილებს ქართულ ზღაპრებს

უკითხავენ თუ არა ცნობილი დედები შვილებს ქართულ ზღაპრებს

ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ქართულ ხალხურ ზღაპარ "კომბლეზე" ისაუბრა, აღნიშნა, რომ კომბლე ცუდი მეცხვარე იყო და მის მიმართ "პრეტენზიებიც წამოაყენა". აქტუალური გახდა ზღაპრების თემა და კომბლეს ასეთ ასპექტში განხილვასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ კრიტიკოსებიც და ისეთებიც, ვინც ეთანხმებოდნენ ბატონ მინისტრს. გადავწყვიტეთ, ცნობილ დედებს შევხმიანებოდით და გაგვეგო, რა ფუნქცია აკისრია ზღაპრებს მათი შვილების ცხოვრებაში, თუ უკითხავენ შვილებს და ქართულ ზღაპრებს ანიჭებენ უპირატესობას თუ უცხოურს?

ანი გიუნტერი:

- ჩემი შვილი თვითონ იგონებს ზღაპრებს და მერე ხატავს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ილუსტრაციებს ურთავს და თან ამბობს, მე თვითონ რომ ვიგონებ ზღაპრებს, ეგ ზღაპრები ყველაზე მეტად მიყვარსო. მაშოსთან ყველაფერი შეცვლილია, მაგალითად, ამას წინათ მომიყვა ასეთი ზღაპარი, რომ გოგო გაიზარდა, გახდა პრინცესა და ქმარი მოიყვანა, პრინცესა პრინცს კი არ ელოდება, თვითონ "მოჰყავს ქმარი". ახლა უკვე მაშო იმ ასაკშია, თავად კითხულობს იმას, რაც აინტერესებს, მაგრამ როცა პატარა იყო, სიმართლე გითხრა, მეც ვიგონებდი ზღაპრებს და იმას ვუყვებოდი.

- უკვე ზრდასრულობაში არ გიფიქრია იმ ზღაპრებსა და მის გმირებზე, რომელზეც გავიზარდეთ, თუნდაც კომბლეზე, ნაცარქექიაზე...

- მე კომბლეზე არ გავზრდილვარ, ძმები გრიმების ზღაპრებს ვკითხულობდი და ახლაც თვალწინ მიდგას ის წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთადერთი, რაც მაშინაც და ახლაც უცნაურად მხვდებოდა, იყო ის, რომ ყველა პრინცესა, ყველა კეთილი გმირი, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა, ისრულებდა ოცნებებს, იყო მაინცდამაინც ლამაზი, ძალიან ლამაზი. მახსოვს ვფიქრობდი, რატომაა ასე, ხომ შეიძლება არ დაიბადო ლამაზი, მაგრამ იყო ბედნიერი და კეთილი? განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება