21 ნოემბერს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და
ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიური მუსიკის კიდევ ერთ კონცერტს წარმოგიდგენთ!
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბრამსის სავიოლინო კონცერტს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ელენე მეიფარიანი შეასრულებს. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს. ასევე შესრულდება ფრაგმენტები იგორ სტრავინსკის ბალეტიდან "ფასკუნჯი". საქართველოში პირველად აჟღერდება გია ყანჩელის მორიგი თხზულება ორკესტრისათვის LINGERING. ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე
ელენე მეიფარიანი, ვიოლინო
დაიბადა 1998 წელს ფილდერშტატში. ვიოლინოზე დაკვრა 5 წლის ასაკში ქრისტინე შნაიდერთან დაიწყო. 2006 წლიდან სწავლა დედასთან - მევიოლინე ნატალია მეიფარიანთან განაგრძო და ამავე წელს გახდა კონკურსების "იუგენდ მუზიციერთ" და "ტონკიუნსტლერთა" გამარჯვებული.
11 წლის ელენემ წარმატებით ჩააბარა შტუტგარდტის უმაღლეს სასწავლებელში პროფესორ ქრისტინე ბუშის კლასში. 2010-2012 წლებში მიიღო ვაიბლინგენის კრაისშპარკასის ფონდის პრიზი. ამასთანავე არის რიებეზამის ფონდის 2013 წლის საპატიო პრიზის მფლობელი. 2013-2016 წლებში გახდა კრაისშპარკასის პრემიისა და "იუგენდმუზიციერთის" ლანდეს კონკურსის პრიზის მფლობელი. 2015 წელს ელენეს მიენიჭა II ადგილი ბერლინში ბერნშტაინის კამერულ კონკურსზე, ხოლო 2016 წელს - I ადგილი "იუგენდ მუზიციერთის" ბუნდეს კონკურსზე. მიღებული აქვს "იამაჰა"-ს სპეციალური პრიზი და ჰარალდ გენცმერის ფონდის პრიზი. არის საერთაშორისო კონკურსი "კნოპფ"-ის ლაურეატი, 2016 წლიდან კი - "დოიჩე შტიფტუნგ მუზიკლებენ"-ის სტიპენდიანტი. 2014 წელს ელენეს ქონდა წარმატებული კონცერტები ინგლისში ჩელისტ ლია ვილჰაბერთან ერთად. 2015 წლიდან იგი საფორტეპიანო ტრიო "პირველი"-ს მევიოლინეა.
გავლილი აქვს მასტერკლასები პროფესორებთან: ქრისტიან სიკორსკი, ჰაიმე მიულერი, ეკეჰარდ ფიშერი, ელისაბედ ვებერი, ფლორიან ვიკი, ვინფრიდ რადემახერი, სებასტიან შმიდტი, ჰეროლდ შლიხტიგი, დირკ მომერთცი და სხვა.
ელენე უკრავს 1780 წელს შექმნილ ჯენარო გალიანოს ვიოლინოზე, რომელიც მას 2012 წელს ბადენ ვიურთემბერგის სახელმწიფო ფონდმა გადასცა.
საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08