ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები ერთად პოდიუმზე - პირველი კადრები "ბომონდის" ოქროს იუბილედან

ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები ერთად პოდიუმზე - პირველი კადრები "ბომონდის" ოქროს იუბილედან

ჟურნალი "ბომონდი" დღეს, 20 ნოემბერს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გრანდიოზული წვეულება, რომელსაც ქართული ბომონდის წარმომადგენლები ესწრებიან, "თბილისი მერიოტის" წვეულებათა დარბაზში იმართება. თბილისურმა ბომონდმა ჯერ წითელ ხალიჩაზე იპოზიორა, კოქტეილის შემდეგ კი სადა და დახვეწილი საღამო დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ღონისძიების ფარგლებში იმართება დათუნა სულიკაშვილის ჩვენება-პერფორმანსი. დიზაინერი საღამოზე უახლეს კოლექციის პრეზენტაციას აწყობს. სპეციალურად ამ საღამოსთვის პოდიუმზე ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელები დგანან: თაკო ჩხეიძე, თამუნა გაბრიელაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თიკა ფაცაცია, ნინო ცქიტიშვილი, რუსა ჩაჩუა და კიდევ 15-მდე მოდელი, რომელთა მიღწევებიც ორი ათწლეულის მანძილზე "ბომონდის" ფურცლებზე იბეჭდებოდა და ვინც ჟურნალის გლამურულ ისტორიას ქმნიდა.

ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორის, თეა აგლაძის თქმით, გამოიცა "ბომონდის" სპეციალური ნომერი, რომელიც ჟურნალის 20-წლიან მოღვაწეობას ასახავს.

"საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა ამ საღამოს მომზადებას, რადგან ამოცანა იყო ძალიან რთული - ის უნდა ყოფილიყო ძალიან სადა და მომხდარიყო იმ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა, რომლებიც ქმნიდნენ "ბომონდის" ისტორიას. ვფიქრობ, კარგი საღამოა და ხალხი არის ამაღლებულ განწყობაზე. 20-წლიან ისტორიას დაემთხვა მეასე საიუბილეო ნომერი, რომელიც არის საინტერესო, რადგან მასში აღწერილია ჟურნალის ისტორია. "ბომონდი" არის ბრენდი", - აღნიშნა თეა აგლაძემ.

ჟურნალი "ბომონდი" 20 წელია, რაც ბაზარზე არსებობს და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ბეჭდური მედიის ამ სეგმენტში.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება