საბავშვო ევროვიზია 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიგო!

საბავშვო ევროვიზია 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიგო!

2016 წლის საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა. მან კონკურსზე სიმღერა "მზეო" შეასრულა.

"ევროვიზია 2016"-ს მალტა მასპინძლობდა. კონკურსში წელს 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

მარიამ მამადაშვილი 2015 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში და Tomlinson Middle School-ის სწავლობს. 2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.

შეგახსენებთ, საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკური უკვე მესამედ მოიგო. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება