"წელს ორი დიდი ოცნება ამიხდა..." - გაიცანით ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს

"წელს ორი დიდი ოცნება ამიხდა..." - გაიცანით ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს

"მის მსოფლიო 2016"-ზე საქართველოს ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ცნობისთვის, წელს "მის საქართველო 2016"-ის შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა, შესაბამისად ვიქტორია მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე შესარჩევი ტურის გარეშე გაემგზავრება. ვიქტორია 21 წლისაა, ის ილიაუნის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ამბობს, "მის მსოფლიოზე" მონაწილეობით ორი ოცნება აიხდინა. ვიქტორია Ambebi.ge-ს ესაუბრა.

"მოდელობა საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე პიროვნულ განვითარებას ვუთმობდი დიდ დროს, ვსწავლობდი. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, უცხოური კონტრაქტები მივიღე აზიის სააგეტოებიდან. მოდელობა თავის დროზე "მის მსოფლიოში" მონაწილეობის გამო გადავწყვიტე და წელს ორი დიდი ოცნება ამიხდა. საოცნებო კონკურსზეც მოვხვდი და ამერიკაშიც წავალ"

- რა ღონისძიებები არის დაგეგმილი მსოფლიო მისებისთვის ვაშინგტონში?

- ასე წინასწარ უცნობია. სუპერვაიზერები ყოველდღიურად მოგვაწვდიან დღის განრიგს.

- როდის მიემგზავრებით?

- 25 ნოემბერს მივდივარ ვაშინგტონში. თავდაპირველად მარტო წავალ და მერე შესაძლოა, ია კიწმარიშვილიც ჩამოვიდეს.

- ვინ იზრუნებს თქვენს ჩაცმულობაზე?

- "მარიონელამ" შემიკერა ძალიან კარგი კაბა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე მოვამზადე საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც ვაჩვენებ ჟიურის, პროექტი აუტიზმით დაავადებული ბავშვების ალტერატიული გზებით მკურნალობას ეხება.

- გყავთ ტყუპისცალი და, ისიც მოდელია?

- არა, მას საერთოდ არ აინტერესებს კონკურსები და სამოდელო სფერო. განსხვავებული ინტერესები გვაქვს, ფიზიკურადაც არ ვგავართ ერთმანეთს, ის ქერა და ცისფერთვალებაა.

- ირინა შეიკს გამსგავსებენ, მოგწონთ ეს?

- სულ ცოტა ხნის წინ გახდა ირინა შეიკი პოპულარული. დაახლოებით 5 წლის წინ, როცა ირინა შეიკი გამოჩნდა, მეგობარმა დამიპოსტა ფეისბუქზე, შენ მეგონეო. სასიამოვნო მსგავსებაა, მაგრამ სილამაზე მაინც ინდივიდუალურია.

- შეყვარებული ხართ?

- სიყვარული გულში არის, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებ.

- რჩევების მიღებას არ აპირებ წინამორბედი მისებისგან?

- ჩემი მეგობარი არის ანი ზუბაშვილი და მისგან მივიღებ რჩევებს, მან წარადგინა საქართველო "მის მსოფლიოზე" და "მის სამყაროზე".

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება