მათ, ვისაც აღარ ყოფნის დედამიწისეული შეგრძნებები და ვისაც სურს საუკეთესო მუსიკის მოსმენა, Millennium Event Group დაუვიწყარ საღამოს სთავაზობს. Space Feelings - ეს არ არის ცეკვაში გატარებული მხოლოდ ერთი ღამე, ეს არის შეგრძნება, რომელიც ჩნდება ტემპის, მელოდიის, საოცარი ატმოსფეროს, უახლესი განათების და ფერის იდეალურ სინთეზში. ფრენა კოსმოსური გრძნობების მიმართულებით 2016 წლის 25 ნოემბერს შედგება.
ლოკაცია: ძველი იპოდრომის პავილიონი.
მუსიკის მოყვარულთა განწყობისთვის იზრუნებენ ვაკო ტაბატაძე (Vako. T.), გიორგი ჟორჟოლიანი (jorjick), (mono Junk), დაშა დერკინა და საღამოს კაპიტანი - დებორა დე ლუკა (Deborah De Luca)
საღამოს სტუმრებს საშუალება ექნებათ პავილიონის ტერიტორიაზე "დარქ რუმებში" დაისვენონ და ასე მიიღონ სიამოვნება საოცარი მუსიკის მოსმენით. AMBEBI.GE მიშო ჯანიაშვილს SpaceFeelings-ის მთავარ ორგანიზატორს ვესაუბრეთ:
"სტუმრებს საოცარ საღამოს ვპირდებით, ქართველ შემსრულებლებთან ერთად სცენას დაიკავებს ისეთი უცხოელი გენიალური მუსიკოსი როგორიცაა დებორა დე ლუკა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მსმენელის მოთხოვნას და ამიტომ 25 ნოემბერს 20:00 წუთიდან გაიღება ჩვენი კარი და მუსიკოსები ორ სცენას დაიკავებენ. ვითვალისწინებთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძებებზე დასწრების მსურველი ბევრია, ამიტომ ვაძლიერებთ დაცვასაც და იქნება როგორც age control, ასევე face control-ი. რაც მთავარია ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ ღონისძიებაზე არ მოხვდნენ არასრულწლოვნები. ბილეთები უნდა იყიდოთ პირადობის მოწმობის საშუალებით და საეჭვო პირები ყველანი გადამოწმდებიან. ჩვენ ჩვენს ღონისძებებზე მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ჩვენი მსმენელის უსაფრთხოებას.
გარეთა სცენაზე ახალბედა "კოსმონავტებს" ქართველი მუსიკოსები გააკაჟებენ, ხოლო 23:00 საათიდან გადავინაცვლებთ შიდა სცენისკენ სადაც უცხოელი მუსიკოსები წარსდგებიან.
მსმენელის წინაშე მთავარი სტუმარი - დებორა დე ლუკა 02:00 საათზე წარსდგება და ამასთან ერთად გვაქვს სიურპრიზებიც. საუკეთესო განათება და საუკეთესო ხარისხის მუსიკა, კოსმოსში საოცარი შეგრძნებებით გამოგზაურებთ. არტისტების მოთხოვნები ჩვენ ზუსტად დავაკმაყოფილეთ, როგორც ფესტივალის ადგილით, ასევე მუსიკის ჟღერადობით განათებით და სხვა" - აღნიშნა მიშო ჯანიაშვილმა.
ბილეთების შესაძენად გადადით ლინკებზე: tkt.ge და eventer.ge. ასევე ბარ "კანუდოსში", ფილარმონიის სალაროში, და კლუბ Shroom-ში. ბილეთის ფასი: 25 ლარი.
ეკა გადახაბაძე
AMBEBI.GE