რატომ იწერს თინი გალდავა სურვილებს დღიურში

რატომ იწერს თინი გალდავა სურვილებს დღიურში

"მატერიალური სტაბილურობა ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. საკუთარი შემოსავალი გათვლილი არასდროს მაქვს. ვხარჯავ იმდენს, რამდენიც იმ დღეს საფულეში მაქვს", - მითხრა მსახიობმა თინი გალდავამ, რომელმაც ახლახან საჩუქრად ავტომობილი მიიღო.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ვარ. საკუთარ შემოსავალს არაფერი სჯობს. ამ მხრივ თუნდაც, მშობლებზე დამოკიდებულება ძალიან ცუდია. თუკი შრომა არ გეზარება, აუცილებლად იქნები მატერიალურად დამოუკიდებელი, რაც თავისთავად, თავდაჯერებულს გხდის და კმაყოფილებას განიჭებს.

- პირველი ანაზღაურება როდის აიღე, გახსოვს?

- პირველად 16 წლის ასაკში გადამიხადეს ფული: რეკლამაში გადამიღეს. სამწუხაროდ, არ მახსოვს, ის თანხა რაში დავხარჯე. სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ ახალი წლის ღამეს, დედამ ზუსტად ის სამკაული მაჩუქა, რასაც რეკლამა გავუკეთე. ამით ძალიან გამაბედნიერა. იცოდა, რომ მომწონდა და გამახარა.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა ნამდვილად არ შემიძლია. ვერ ვაკონტროლებ. სახლში რომ მივდივარ, მაშინ ვიწყებ ფიქრს, - დღეს თანხა სად და რაში დავხარჯე-მეთქი? ამ თვისების გამოსწორება მინდა, მაგრამ არ გამომდის. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, რომ ამბობენ, სიმართლეა... მშურს იმ ადამიანების, ვისაც ფულის ეკონომიურად ხარჯვა გამოსდის.

- ბავშვობაში ყულაბაში მაინც არ მოგიგროვებია ფული?

- კი და მახსოვს, ფულის შეგროვების მცდელობა რომ მქონდა. თუმცა, ყულაბაში დიდხანს არ ვაჩერებდი; ერთი სული მქონდა, როდის გავხსნიდი. სხვათა შორის, ბავშვობაში ფულის საშოვნელად ძალიან კარგი ხერხი მქონდა მოფიქრებული: მამაჩემი მე და ჩემს ძმებს თითო ლექსში 50 თეთრს გვიხდიდა. ლექსებს თავად ვწერდით, მამას ვუკითხავდით, ის კი კარგად ხალისობდა (იღიმის).

- ხშირად გქონიათ ფინანსური კრიზისი? ვის მიმართავთ ხოლმე ამ დროს დასახმარებლად?

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ფული არ აქვს. თუმცა, მე ეს დიდად არასდროს მიგრძნია, რადგან მშობლები ყოველთვის მხარში მიდგანან და იმაზე მეტს მიკეთებენ, ვიდრე ვითხოვ. მადლობა მათ ამისთვის.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით, ფულს რაში ხარჯავ?

- ძალიან მიყვარს შოპინგი, ახ­ლო­ბელი ადამიანებისთვის საჩუქრე­ბის ყიდვა. ეს კარგ განწყობაზე მა­ყენებს.

- თუ შეგიძლია გაიხსენო მომენტი, როცა ფულის სესხება დაგჭირდა და შენი დახმარება ვერავინ შეძლო?

- ვერ ვიხსენებ. ფული არასდროს მისესხებია და არც გამისესხებია... თუმცა, თუ ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, უკან არასდროს ვიხევ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება