ბარაკ ობამამ ამერიკის უმაღლესი ჯილდო 21 ადამიანს გადასცა - დე ნირო, ბილ გეითსი, მაიკლ ჯორდანი და სხვები

ბარაკ ობამამ ამერიკის უმაღლესი ჯილდო 21 ადამიანს გადასცა - დე ნირო, ბილ გეითსი, მაიკლ ჯორდანი და სხვები

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 21 ადამიანს გადასცა თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენები, რაც ქვეყნის უმაღლესი ჯილდოა. დაჯილდოვების ცერემონია თეთრ სახლში 22 ნოემბერს გაიმართა. ჯილდო გადაეცათ მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო "ამერიკის ნაციონალური ინტერესების უსაფრთხოებაში, მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში ან კულტურული თუ სხვა, კერძო თუ საჯარო სიკეთის გავრცელებაში".

ადამიანები, რომელთაც წელს ეს ღირსება ხვდათ წილად არიან ტომ ჰენკსი, მაიკლ ჯორდანი, ელენ დეჯენერესი, რობერტ დე ნირო, რობერტ რედფორდი, დაიანა როსი, ბილ და მელინდა გეითსები, ლორნ მაიკლსი, ბრუს სპრინგსტინი და სხვები. ამ უკანასკნელზე საუბრისას ობამამ განაცხადა, რომ მომღერალმა ამერიკული ღირებულებები მთელი თავისი კარიერის მანძილზე გაავრცელა და დაიცვა: "ისტორიები, რომელსაც ის ყვება თავის ტექსტებში თუ ეპიკური ცოცხალი შესრულების დროს, ამერიკული მუსიკის ფორმირებაში უდიდეს როლს თამაშობს და გვეხმარება ყველას ამერიკული ოცნების რეალიზებაში".

პრეზიდენტმა ობამამ პირადად შეარჩია ის ადამიანები, ვისაც მედალი გადასცა.

"მეცნიერები, ფილანტროპები, საჯარო პირები თუ აქტივისტები, ათლეტები და არტისტები - ამ 21-მა ადამიანმა ამერიკა წინ წასწია და მილიონობით ადამიანი შთააგონა მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბრიუს სპრინგსტინისთვის მედალის გადაცემისას ობამამ აღნიშნა - "მართალია, მე პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ის ბოსია".

მომზადებულია rollingstone.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება