უზბეკურ მედიაში ვრცელდება ხმები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილის, გულნარას გარდაცვალებაზე. ანონიმური წყაროს ცნობით, კარიმოვი მოწამლეს და 5 ოქტომბერს ტაშკენტში დაასაფლავეს. წყარო ირწმუნება, რომ თავად იღებდა მონაწილეობას დაკრძალვის ცერემონიაში. ბოლო დროს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აქტიურად პოსტავს პროფილი სახელით ”გვიჩვენეთ გულნარა”, სადაც უზბეკეთის მაღალჩინოსნებს თხოვენ, ყოფილი პრეზიდენტის შვილი ანახონ საზოგადოებას. ამასთან, ეჭვს, რომ გოგონა გარდაცვლილია, ამძაფრებს მისი პროფილი "ტვიტერზე", სადაც გულნარას ძველ ფოტოებს აზიარებენ.
შეგახსენებთ, კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, რომლის შესახებაც უზბეკეთის მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელა ცნობა, მისი უფროსი ქალიშვილი საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მის მიმართ დასმულ კითხვებს კი პრეზიდენტის აპარატი არ პასუხობს. ამასთან, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა სამძიმარში, რომელიც პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მისამართით წარმოსთქვა, არ მოიხსენია გულნარა.
მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.