სლოვაკეთის პრემიერი ჟურნალისტებს - ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკი მეძავია

სლოვაკეთის პრემიერი ჟურნალისტებს - ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკი მეძავია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი "ბინძური, ანტი-სლოვაკი მეძავები" არიან. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს იმ ბრალდებებზე, რომ სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციები კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაირღვა, - იუწყება სააგენტო Reuters.

ფიკო ცნობილია იმით, რომ მას ცუდი ურთიერთობა აქვს მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მას ან მის მთავრობას აკრიტიკებენ.

"ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტი-სლოვაკი მეძავია. თქვენ ინფორმაციას კი არ აწვდით, არამედ მთავრობას ებრძვით", - განუცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

Transparency International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში ჩატარებული კონცერტი, რომლის ფარგლებში აღინიშნებოდა სლოვაკეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირში, ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების გარეშე და საორგანიზაციო ხარჯები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს საჭირო იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"