რუსულმა გამოცემამ "მის მსოფლიოს" ქართველი კანდიდატის წარმომავლობის გამო სკანდალი ატეხა

რუსულმა გამოცემამ "მის მსოფლიოს" ქართველი კანდიდატის წარმომავლობის გამო სკანდალი ატეხა

"მის მსოფლიოს" კონკურსზე საქართველოს 21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ულამაზესი ვიქტორია "ვიცე მის საქართველო 2015"-ია. ვიქტორია კოჩეროვა თბილისიდანაა, ის ბიზნეს-მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს. გარდა ამისა, 174 სმ სიმაღლის, მწვანეთვალება, შავგვრემანი გოგონა IC Model Management-ის მოდელია.

რუსული გამოცემა LifeNews-ი ვიქტორიას შესახებ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში, სახელწოდებით В Грузии возмущены отправкой на конкурс Мисс Мира девушки с украинскими корнями ქართველი მოდელის უკრაინულ წარმოშობას უსვამს ხაზს. სტატიას თანდართული აქვს ვიდეოც, რომელშიც გამოცემამ ქართველების აზრი მოისმინა, უნდა წარადგენდეს თუ არა საქართველოს "მის მსოფლიოზე" მოდელი არაქართული გვარით.

"თუმცა საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს მისი კანდიდატურა არ ეპიტნავება. ქართველებს ვიქტორიას წარმომავლობა აშფოთებთ, გოგონა უკრაინული ფესვებისაა. კონკურსანტის შერჩევის გამო უკმაყოფილო ხალხის აზრით, საქართველოს ქართული წარმომავლობის გოგონა უნდა წარადგენდეს. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები აღნიშნავენ, რომ საქმე მხოლოდ გვარში არაა. ისინი მიიჩნევენ, რომ სუფთა ქართველები ვიქტორიაზე ლამაზები არიან, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ გოგონა მშვენიერი გარეგნობისაა", - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, კონკურსის ფინალი 18 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება