სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ

 სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" ახალ ნომერში წაიკითხავთ

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის ყველა აქტუალურ თემაზე საუბრობს.

ლევან იზორია: "თავდაცვის სამინისტრო თანდათან სოციალურ სააგენტოს დაამსგავსეს, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება... კადრების ოპტიმიზაცია რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით უნდა განხორციელდეს და აუცილებლად უნდა შეეხოს გენშტაბს, ასევე სხვა მნიშვნელოვან დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებს, რათა დაბალანსებული ვითარება მივიღოთ..." 

რადიოელექტრონული ბრძოლა

რადიოელექტრონული ბრძოლის არსი მძლავრი სიგნალებისა და სიხშირეების გამოყენებით მოწინააღმდეგის დაზვერვის, მართვადი შეიარაღების, მართვისა და კავშირის სისტემების ეფექტიანობის შემცირებაში ან სულაც მათი მწყობრიდან გამოყვანაში მდგომარეობს.

რუსეთის "ჰიბრიდული ომი" საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ

ბოლშევიკებს მზაკვრობასა და შეუპოვრობას დასახული გეგმის მიღწევისთვის ნამდვილად ვერ წავართმევთ. ისინი არანაირი ხერხის გამოყენებას არ თაკილობდნენ. მათთვის საქართველოს "გაწითლების" გეგმა დღის წესრიგიდან არც ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოიხსნა.

საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის ახალი სისტემა

27 ოქტომბერს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორ "სადახლოზე" საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გაიხსნა.

ამიერიდან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" მონაკვეთს დაკვირვების ელექტრონული სისტემა გააკონტროლებს და 24 სთ-იან რეჟიმში საზღვარზე არსებული ვითარება სასაზღვრო სექტორის მონიტორზე აისახება.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე