უცხოეთში წარმატებული ქართველი ბალერინა - თათა ჯაში პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" გამოჩნდა და ჯიურის წევრების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. რა ეტაპები გაიარა ბალერინამ დღემდე და რატომ გახდა იძულებული, საბალეტო კარიერის ზენიტში ყოფნისას შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა? - ამაზე თათამ გულახდილად ისაუბრა.
ბავშვობა
- აქტიური ვიყავი. რუსულად კითხვა და საუბარი 4 წლიდან დავიწყე. მთელი ბავშვობა მოსკოვში მაქვს გატარებული. ცნობისმოყვარე გახლდით, ყველაფერი მაინტერესებდა და რასაც ვერ ვკითხულობდი, იმას დედა მიკითხავდა დაუღალავად. ვერ ვიტყვი, რომ მშობლები ხშირად მიბრაზდებოდნენ.
- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, რის გამო იღებდი შენიშვნებს?
- ალბათ, ჩემი მავნე ექსპერიმენტების გამო... სულ რაღაც სასაცილო ცდებს ვატარებდი. მაგალითად, მაინტერესებდა ქაღალდის ფული როგორ იწვის, მამიკოს მართვის მოწმობა მაკრატლით ადვილად იჭრება თუ არა (იცინის) და ა.შ. ერთხელ, აგარაკზე კიბესთან მავთულები გავაბი და იქვე მივიმალე, შედეგის სანახავად. შედეგმაც არ დააყოვნა: ჩემი საყვარელი ბებო წაიქცა... რომ მკითხეს, ეს რატომ გააკეთეო? ვუპასუხე: მაინტერესებდა, პირველი ვინ შეამჩნევდა-მეთქი. საბედნიეროდ, ბებიას წაქცევა მუხლის დაჟეჟილობით შემოიფარგლა.
- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებს აბრაზებდი?
- ნორმალური მოსწავლე ვიყავი, ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ. უნდა ვაღიარო, რომ მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ოინის მომზადების ინიციატორი ხშირად ვყოფილვარ. თუმცა, ზღვარგადასული არასდროს არაფერი მომწონდა და ჩემი ხუმრობებიც ყოველთვის უწყინარი იყო. "შატალოზე" ხშირად წავსულვარ, მაგრამ არ მახსენდება, ოდესმე ამის ორგანიზატორი ვყოფილიყავი.
- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდი?
- დაახლოებით 2 წლისას მითქვამს, - ბალერინა უნდა გამოვიდე-მეთქი. არა მგონია, მაშინ ეს გააზრებულად მეთქვა, მაგრამ ფაქტია, საბოლოოდ ეგ პროფესია გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი.
პირველი სიყვარული
- საბავშვო ბაღში ან სკოლის პერიოდში გიყვარდა?
- საბავშვო ბაღში არ მივლია, სკოლის პერიოდშიც მსგავსი არაფერი მახსენდება. ეზოში ჩასვლის და თამაშის დროც კი არ მქონდა მომენტი, რომ ვინმეს გავპრანჭვოდი.
- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?
- ბერლინში ჩავაბარე, "ერნესტ-ბუშის" სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავასრულე კიდეც.
- როგორც ვიცი, მსახიობიც ხარ. ასეა? ... განაგრძეთ კითხვა