თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა

თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, - იუწყება ბრაზილიური O Globo.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არიან გადარჩენილები.

იხილეთ ვიდეო| რას აკეთბნდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები აეროპორტში, სანამ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

მედელინის მერმა, ფედერიკო გუტიერესმა მომხდარს "უდიდესი ტრაგედია" უწოდა, თუმცა დაამატა, რომ შესაძლოა ჩამოვარდნის შედეგად გადარჩენილი მგზავრები ყოფილიყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზად საწვავის ნაკლებობა სახელდება.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"