აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდა

აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდა

აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო APA.

შესაბამისი კანონპროექტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.

პროექტი საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა ზაკირ გარალოვმა შეიტანა. აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე ოდენობის ჯარიმა, შრომა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლამდე ვადით ან 2-წლიანი პატიმრობა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ღირსების შელახვა ყალბი სახელის, პროფილების და ექაუნთების გამოყენებით დაისჯება 1000-დან 1500-მდე მანათის ოდენობის ჯარიმით ან 3-წლიანი პატიმრობით.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"