სტუდენტმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მოკლა

სტუდენტმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მოკლა

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ცივი იარაღით უნივერსიტეტის შენობაში მოკლეს. როგორც ამტკიცებენ, დანაშაული იმავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ჩაიდინა, - იუწყება ლოს ანჯელესის პოლიცია.

მოკლულს ცივი იარაღით მიყენებული უამრავი ჭრილობა აღენიშნება. ის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში აღმოაჩინეს.

პოლიცია ეჭვმიტანილის სახელს არ ავრცელებს. ცნობილია, რომ ის მამაკაცია, სავარაუდოდ, იმავე უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ადგილზე დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"