ულამაზესი სანახაობა - დედამიწიდან 1300 სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური ღრუბლების გროვა ბაზალეთის ციდან

ულამაზესი სანახაობა - დედამიწიდან 1300 სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური ღრუბლების გროვა ბაზალეთის ციდან

"ფეისბუქ-გვერდი" "Geo-Astro" ქართველი ასტროგრაფების მიერ გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს:

"ბაზალეთის ვოიაჟებიდან ჩამოტანილი ერთ-ერთი იმ "ნადავლთაგანი", რომლისთვისაც ვიყინებით და ვყინავთ ტექნიკას -12 გრადუსში.

ორიონის ნისლეულზე (M42), რომელიც შეიძლება უკვე შეგხვედრიათ ჩვენს გვერდზე, თვალითაც შეგიძლიათ დაკვირვება. ჩვენგან 1300 სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური ღრუბლების გროვას ბაზალეთიდან 2 საათის განმავლობაში იღებდა დიმიტრი გოდერძიშვილი, რომ თქვენთვის ეჩვენებინა," - ნათქვამია ფოტოს აღწერაში.

მასშტაბების უკეთ წარმოდგენისათვის

"ეს არის ამრეკლი ნისლეული NGC 1333, რომელიც დათო დვალმა საოცარ დეტალებში გადაიღო. ის 1000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს პერსევსის თანავარსკვლავედში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დიდი მოლეკულური ღრუბლის კიდეში.

მისი ეს ქაოსური გარემო წააგავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენი დედავარსკვლავი მზე წარმოიქმნა 4,5 მილიარდი წლის წინ".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს