მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"

მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"

უკვე რამდენი წელია, პაპარაცები ჰოლივუდის მსახიობ მეტ დეიმონზე ნადირობენ, რათა მისი უარყოფითი თვისებები "აღმოაჩინონ", მაგრამ ამაოდ. მსახიობი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვაოცებს თავისი სტაბილურობით, ოჯახის ერთგულებით და დადებითი ცხოვრებისეული პოზიციებით.

11 წელია, დაქორწინებულია, ჰყავს 4 ქალიშვილი და ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ეს ჩემი მეხუთე შეხვედრაა მეტთან, ამჯერად - ლას-ვეგასში, მაგრამ როცა შევხვდი, ისეთი დაღლილი იყო, არც კი უცდია ამის დამალვა, ამიხსნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6 ქვეყანაში მომიწია გადაფრენამ, რაც, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ძნელდებაო. პირზე თბილი, გულწრფელი ღიმილი არ მოშორებია. მომიყვა, როგორ სურს სამყაროს შეცვლა, რა შემთხვევაში აჩვენებს თავს სხვაგვარად და რატომ სურს, რომ მისი ქალიშვილი მამის კვალს არ გაჰყვეს.

- ნოემბერში ეკრანებზე გამოვიდა სურათი Manchester by the Sea, რომლის პროდიუსერიც შენ ხარ, ცნობილია, რომ შენ უნდა გეთამაშა მთავარი როლიც...

- დია, ასეა, მაგრამ რადგან ამ ფილმის გადაღებებები The Martian-ის გადაღებებს დაემთხვა, გადავწყვიტე, ეს როლი ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმისთვის, კეის აფლეკისთვის დამეთმო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაართმევდა თავს და მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამ ფილმს ნახავენ, ვეტყვი: ეს არის ის, რაც მამათქვენმა გააკეთა მაშინ, როცა თავის პროფესიაში განსაზღვრულ დონეს მიაღწია. როგორც პროდიუსერი, ამ ნამუშევრით ძალიან ვამაყობ.

- რა პრინციპით ირჩევ როლებს?

- ჩემთვის, პირველ რიგში, რეჟისორია მნიშვნელოვანი. კარგ რეჟისორთან მეტია კარგი კინოს გადაღების შანსი. 15 წელია, ამ პრინციპისთვის არ გადამიხვევია.

- კარგი როლისთვის რაზე ხარ წამსვლელი?

- ბევრ რამეზე, მაგრამ მთავარია, ამან ჩემს ჯანმრთელობას არ ავნოს. თუ ფილმში რომელიმე სცენა სარისკოა, მირჩევნია, პროფესიონალმა შეასრულოს

- როლებში, ძირითადად, დადებით მაგარ ბიჭს თამაშობ, საინტერესოა, შინ, ოჯახურ წრეში როგორი სტატუსი გაქვს. იქაც მაგარი ბიჭი ხარ?

- უმცროს გოგონებს, ჯიას და სტელას, ჯერ არ უნახავთ ფილმები ჩემი მონაწილეობით, ძალიან ადრეა. მათთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ფილმებია Frozen, Happy Feet და ყოველ ჯერზე, როცა ისინი სკოლაში მიგვყავს, მთხოვენ, მანქანაში მათი ფილმების საუნდტრეკები დავდგათ. იზაბელა 10 წლისაა, ერთხელ მან შინ თავისი მეგობრები მოიყვანა და მათთვის სპეციალურად მოვაწყვეთ ფილმ ”მარსელის” ჩვენება. წინასწარ დავურეკე ყველას მშობელს, ამის წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდნენ. აი, ასე ვატარებთ დროს, როცა გადაღებები არ მაქვს. სახლში ჩვეულებრივი მამა ვარ და თუ გგონია, რომ განსაკუთრებულად მეპყრობიან, ცდები. ცოლიც კი მშვიდად რეაგირებს ამ ყველაფერზე. შინ ხუთი ქალბატონი მყავს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მმართავენ მე. ერთი მხრივ, ასე ცხოვრება ადვილი არ არის და ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, სახლიდან გავიდე და მარტომ გავისეირნო, მაგრამ მალევე ვბრუნდები. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ამიტომ მათ ბევრი რამის უფლებას ვაძლევ, ვანებივრებ  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება