რომელ ქართველ მომღერლებს სურთ "ევროვიზიაზე" გამგზავრება - ვარსკვლავთცვენა ეროვნულ კონკურსზე

რომელ ქართველ მომღერლებს სურთ "ევროვიზიაზე" გამგზავრება - ვარსკვლავთცვენა ეროვნულ კონკურსზე

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განაცხადების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროვიზია საქართველოს" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. აქვე ვკითხულობთ იმ მუსიკოსების ვინაობას, რომლებიც "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად შიდა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ძალიან ბევრი კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. კონკურსანტებს შორის არიან ცნობილი მუსიკალური შოუების მონაწილეები და გამარჯვებულები.

კონკურსი 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა თუ ჯგუფს, რომელიც სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს წარადგენდა. მონაწილეობაზე სულ 27 განაცხადი შევიდა. კონკურსანტების სრული სია ასე გამოიყურება:

1. ნანუკა გიორგობიანი

2. გიორგი ჩიქოვანი

3. დავით შანიძე

4. ტრიო "მანდილი"

5. ანჩო დოლიძე

6. ელენე მიქიაშვილი

7. ანდრია გველესიანი

8. ჯგუფი The Mins

9. ალისა დანელია

10. რატი დურგლიშვილი

11. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი

12. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი

13. ჯგუფი EOS

14. დიმა კობეშავიძე

15. მალიბუ

16. ჯგუფი Asea Sool

17. ნათია ბიძინაშვილი

18. მიშა სულუხია

19. ანი კეკუა

20. თაკო გაჩეჩილაძე

21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo

22. მარიამ ჩაჩხიანი

23. ნუცა ბუზალაძე

24. ჯგუფი Sparkle

25. ნინო ბაშარული

26. თემო საჯაია

27. მარიკო ლეჟავა

შიდა კონკურსის ზოგიერთ მონაწილეს უკვე მხარდაჭერას უცხადებენ სოციალურ ქსელში. მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს, მეგობრები - ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ფეისბუქში გულშემატკივრობენ. "მე ვგულშემატკივრობ ჩემ მეგობარს თაკო გაჩეჩილაძეს! რა თქმა უნდა დანარჩენებსაც წარმატებას ვუსურვებ" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ქრისტინე იმედაძე. თაკოს ამხნევებს ნინი ბადურაშვილიც - "Go go Tako" - წერს ნინი.

მომღერალმა ოთო ნემსაძემაც ფეისბუქის საშუალებით შეატყობინა მეგობრებს კონკურსში მონაწილეობის შესახებ:

"ესეც ოფიციალური ევროვიზიის განაცხადი მეგობრებო, ჯგუფი საბრძოლო მზადყოფნაშია და გპირდებით რომ უმაგრეს სიმღერას მოისმენთ მალე. თქვენს ხელში იქნება ჯგუფის და ალბათ ჩემი მომავალიც. მინდა რომ სხვა კლასი დავდოთ ევროპის მასშტაბით და ბევრჯერ გაგახაროთ. მუდამ თქვენი ოთარა!" - წერს ოთო ნემსაძე.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება