სტამბოლში ტერაქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა

სტამბოლში ტერაქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა

სტამბოლში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირას" თურქულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ "ბეშიქტაშის" სიახლოვეს დღეს აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, განხორციელდა ორი აფეთქება.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.

სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"