მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა

მოხუცი თათული ედიშერაშვილი და ტრანსგენდერი გიგი მიგრიაული - ახმეტელის თეატრში "ჩარლის დეიდას" პრემიერა შედგა

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში სპექტაკლის "ჩარლის დეიდა" პრემიერა შედგა, რომელშიც დასის ყველა ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს. სპექტაკლის რეჟიოსრი ნინო შოთაძეა.

პიესის სიუჟეტი აგებულია უმუშევრად დარჩენილი ოდესღაც საშუალო ფენის წარმომადგენლების ყოფაზე. გმირები ეკონომიკური კრიზისის გამო პესიმიზმში ჩავარდნილან, სამსახურს აღარ ეძებენ, თუმცა ჩარლის ბრაზილიელი, მილიონერი დეიდის ვიზიტი ამ ადამიანებისთვის ღვთის წყალობაა. გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, დეიდა ჩამოსვლას აგვიანებს, ამიტომ პიესის მთავარი გმირები რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ, დეიდის როლს ერთ-ერთი ბიჭი ირგებს...

რეჟისორი ცდილობს, წარმოდგენა თანამედროვეობას მოარგოს, რაშიც დასის ნიჭიერი წევრები მხარს უბამენ. რთული ამოცანის წინაშე იყო თითოეული, ზოგი ასაკით უფროსს თამაშობს, ზოგი სხვა სქესის ადამიანს, - სპექტაკლი მაყურებელში სასიამოვნო ემოციებს იწვევს...

მაგალითად, მსახიობი გიგი მიგრიაული სამი სხვადასხვა პერსონაჟის როლს ასრულებს, მათ შორის საპირისპირო სქესისას, სწორედ მას უწევს ვითომდაც ჩარლის დეიდის როლის გასახიერება.

"მინდა მადლობა ვუთხრა თეატრს და რეჟისორს - ნინო შოთაძეს. მუშაობისას ბევრი უძილო ღამე იყო, ნერვიულობა. ამ ყველაფერთან მიახლოება ცოტა გამიჭირდა, რადგანაც ძალიან რთული იყო ქალის მანერების, მიხვრა-მოხვრის ათვისება. რამდენად შევძელი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ვცდილობდი, მანამდე ყველა ქალბატონს დავკვირვებოდი. 22-სანტიმეტრიან ქუსლებზეც მომიხდა სიარული, რაც ჩვენი თეატრის გოგოებს ძალიან გაუკვირდათ. არადა, ქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად "პრაგონზე" ჩავიცვი, მანამდე რეპეტიციებს კედებით გავდიოდი. რომ არ დაგიმალოთ, ამ სპექტაკლზე ძალიან ვიღლები... რადგანაც ვარ ახალგაზრდა ბიჭი, მსახიობი, რომელიც სცენაზე ტრანსგენდერის კოსტიუმით გამოდის და ჩვენი მეგობრის, ვითომდაც ჩარლის დეიდა, რომელიც ვერ ჩამოდის და მას უწევს ქალის სამოსის გადაცმა. დიახ, ის ხდება დონა როზა დალვადორესი," - ამბობს გიგი მიგრიაული.

გიორგი გასვიანი:

- სპექტაკლი ჩვენი თეატრის ახალგაზრდული დასის ნამუშევარია, მასში მხოლოდ ახალგაზრდა თაობაა დაკავებული. "ჩარლის დეიდის" ეს ვერსია თავისებურია, სადაც ერთი-ორი პერსონაჟიც კია ჩამატებული. უნდა გითხრათ, რომ ჩემი პერსონაჟი ბრასეტი, მოინტელიგენტო ტიპაჟია, რომელიც ხანდახან ტაქსის მძღოლობას ირჩევს, ხან ოჯახში მსახურობს, ღებავს, დამქირავებლებს კაპრიზებს უსრულებს ისე, რომ ზოჯერ გამომძალველიც კი ხდება... ბებიასთან თავისი ხაზები აქვს, შვილიშილებთან - თავისი. მთელ ოჯახს საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს.

ეს ადამიანები ეკონომიურად შეჭირვებულები არიან, რომლებიც რაღაცების მოსაპოვებლად იბრძვიან, ათას ხერხს ეძებენ ისე, რომ სახალისო და საინტერესო ფინალამდეც მივედით. თუ კომედიური ჟანრის ხასიათითა და გრძნობათა ბუნებით შევასრულეთ ჩვენი როლები, ე.ი. მისია შეგვისრულებია. სათქმელი ეს იყო, ყოფილიყო ხალისიანი.

- ხანდაზმული ქალბატონი განასახიერე. შენი ასეთი როლი ჯერ არ მინახავს. არ იყო რთული?

თათული ედიშერაშვილი:

- გარდა იმისა, რომ ვცდილობდი, რეჟიოსორისგან მოცემული ამოცანა პირნათლად შემესრულებინა, ასეთი ამოცანის წინაშეც ვიდექი, - შევქმნა ისეთი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს აქამდე ჩემგან არ უნახავს და ჩემთვისაც საინტერესო ყოფილიყო.

- ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ აქამდე ასეთი პერსონაჟი შენგან ჯერ არ მინახავს-მეთქი.

- თუ ეს მოვახერხე, ძალიან მიხარია. ე.ი. ღირდა შრომად, სასიამოვნო განცდად, თუმცა დიდი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ვიდექი. ჩემსა და პერსონაჟს შორის ასაკობრივი ზღვარი დიდია, თან, ცოტა გროტესკიც არის და ამ დროს უგემოვნობა და ზედმეტობა არ უნდა გაგეპაროს. ზომიერებაა საჭირო, რაც რეალურად საიუველირო სამუშაოა... ვცდილობდი, რაღაცნაირად მომერგო, მუშაობამ ფორსმაჟორში მოგვიწია. ბოლო სამი კვირა ინტენსიური რეპეტიციები გვქონდა, ჩემი რთული გრაფიკის მიუხედავად, დრო და ენერგია არ დამიშურებია.

იმის გამო, რომ მსახიობები, ვინც სპექტაკლში მონაწილეობენ, დღისით სპექტაკლებს თამაშობენ, რეპეტიციებს საღამოს, 10 საათზე ვიწყებდით. პრემიერის წინ სახლში დილის 6 საათზე მივედი.

ლალი ფაცია

ფოტოების ავტორი ნინო დეისაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება