პაპარაცებმა ირინა შეიკის მომრგვალებული მუცელი დააფიქსირეს - მოდელი დედამთილთან ერთად შოპინგობს

პაპარაცებმა ირინა შეიკის მომრგვალებული მუცელი დააფიქსირეს - მოდელი დედამთილთან ერთად შოპინგობს

პაპარაცებმა რუსი მოდელი ირინა შეიკი თავის გულისსწორის, ბრედლი კუპერის დედასთან ერთად საყიდლებზე მიმავალი გამოიჭირეს. პარიზში გამართული "ვიქტორიას სიქრეთის" ხმაურიანი შოუს შემდეგ, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ 30 წლის შეიკი ფეხმძიმედ იყო, მოდელი დროს თავის მეორე ნახევრის ოჯახთან ატარებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში, კუპერის სახლთან შენიშნეს. მსახიობის დედასთან ერთად ირინა მაღაზიაში ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესაძენად იმყოფებოდა. მომავალმა დედამ საკუთარ თავს ნაყინზეც არ უთხრა უარი. მიუხედავად იმისა, რომ შეიკს ფართო ქვედაბოლო და ჯემპრი ეცვა, მუცლის დაფარვა სამოსმა მაინც ვერ მოახერხა.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება