"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა.

ლაშა გოგიას ბრძანების თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია: "მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად". ამავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით". გოგია იგივე ბრძანების მორიგ მუხლში წერს, რომ "დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება".

გამგებლის ბრძანებას "ფეისბუქ-მომხმარებლების" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

კოკო გამსახურდია:

"ყურადღების გადატანა არსებითიდან არაარსებითზე, რაზეც ამას წინათ ვწერდი, ახალ ფაზაში გადადის: ერთნი იხდიან, მეორენი ამას კრძალავენ და სამოსის კონსერვატიული ფორმების აუცილებლობას აწესებენ სახელმწიფო დაწესებულებაში, დაახლოებით ისე, როგორც ეს ეკლესიაშია მიღებული.

რა შეიძლება ითქვას ამაზე? "მოკლე ჩართვები" მხოლოდ ტრანსფორმატორებში არ ხდება: ისინი ასოციატიურ აზროვნებაშიც არსებობს. ეხლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

ერთნი, ვინც გახდას აპირებენ, ასეთ ასოციატიურ მიმდევრობას მიყვებიან: აკრძალვა/კონსერვატიული ჩაცმა - ქოცები - რუსეთი.

მეორენი, ვინც პირიქით შემოსვისკენ მოუწოდებენ, ასეთს: გახდა - ნაცები - დასავლეთი/"ლიბერასტები".

ამიტომაცაა ჩვენთან იშვიათი ხილი როგორც ლიბერალი, ისე კონსერვატორი, ვინც სათანადო დონეზე იდგება".

P.S. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საჯარო სამსახურში ჩაცმის ელემენტარული ეთიკა და ნორმები არ დაიცვა. ან კანონში არ უნდა გაიწეროს ზოგადად მაინც. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, თუ საითკენ მიდის ეს ყველაფერი.

სერგი კაპანაძე:

"კლასიკაა...

"სამსახურში მისაღებია ... კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა"

სახაზავიანი ჟანდარმებიც ეყოლება ნეტავ, თუ როგორ განსაზღვრავენ სანტიმეტრებს?

ჩემი ფავორიტი მაინც ესაა - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ტანსაცმლით".

ანუ, ტყავის ჩექმები და გალიფეს შარვლები დაშვებულია????!!!!"

"ყველა ერთად გაგიჟდა"

"ზუგდიდელი ოლეგა იაძე გაეძრო"

"ვასაძის მიმდევარი იქნება"

"საწყალი, ბრდღვნად არ ეყოფათ მოკლეკაბიანებს და ვიწროშარვლიანებს"

"დრეს კოდი ერთიანი უნდა იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის, და ამას ზუგდიდის გამგებელი არ უნდა ადგენდეს, თუ მაინცდამაინც"

"ისე, რატომ ვღლიცინებთ, მოკლეც არის და მოკლეც. ზოგს ისეთი მოკლე აცვია, მე ვაღებ პირს და დრესკოდი არ უნდა დავიცვათ? საჯარო სამსახურს კიდევ უსაქმურობა უნდა?"

"ზუგდიდში არ ვიცი, მაგრამ გორის მერიასა და გამგეობაში ისეთი ხალხი დასაქმდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცხოვრებაში 1 დღეც არ ჰქონდათ ნამუშევარი და წერა კითხვა არ იციან და ეხლა დამსაქმებელმა რომ ეგეთი ელემენტარული რამე მოსთხოვოს, რატო უნდა წავიდნენ წინააღმდეგნი?"

"ეს თვითონ იქნება მექალთანე, წუწკი, იცის თავს ვერ შეიკავებს და ამიტომ მოიგონა ესეთი ''თავდაცვის'' საშუალება, მაგრამ საჯარო სამსახურში, სადაც საზოგადოებასთან გაქვს ურთიერთობა, რომ შესაფერისად უნდა ეცვას მანდილოსანს, ამას მე მგონი გაფრთხილება არ უნდა ჭირდებოდეს"

"ვისი და რისი ფორმების და ჩაცმის სტანდარტები არ გამივლია მაგრამ აკრძალვითი კონკრეტიზაცია - "წითელი ზონარის მქონე სამოსი " - "ნიუ ტრენდია", - წერენ "ფეისბუქ-მომხარებლები".

წაიკითხეთ ასევე:  ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს