ასადის რეჟიმის მომხრე ჟურნალისტი ამბოხებულების გვამებთან ბედნიერი სახით პოზირებს

ასადის რეჟიმის მომხრე ჟურნალისტი ამბოხებულების გვამებთან ბედნიერი სახით პოზირებს

სირიის კონფლიქტში ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა დღითიდღე ქრება... ამ ფაქტის დრამატული მაგალითებია ფოტოები, რომლებიც სირიელმა რეპორტიორმა კინანა ალუშმა გადაიღო და აპრილში "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელა. კინანა ალუში ტელეკომპანია Al-Sama TV-ის რეპორტიორია, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერად ითვლება.

შემაძრწუნებელ ფოტოებზე კინანა ალუში სამთავრობო ძალების წარმომადგენლებთან ერთად მეამბოხეების გვამებთან პოზირებს. სახელმწიფო ტელევიზია ირწმუნება, რომ ეს გვამები ტერორისტული დაჯგუფება "ალ ნუსრას" ფრონტის მებრძოლებს ეკუთვნით.

სირიელმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ფოტოების კომენტირებისას დაწერა: "როგორ შეიძლება ახსნა მომღიმარი სელფი... იმით რომ ის მოხარულია, სამთავრობო ძალებმა მათ წინააღმდეგ ამბოხებულები რომ გაანადგურეს... მაგრამ არ არსებობს არანაირი გამართლება იცინოდე ასობით გარდაცვლილი ბავშვის ცხედართან, რომლებიც სწორედ რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიებზე კვდებიან".

სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში, ასადის მომხრეებისა და ამბოხებულების შეტაკებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. 50 000 ადამიანი ქალაქიდან გაიქცა.

მომზადებულია nowruziran.wordpress.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"