როგორც სირიის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერსს" განუცხადა, ალეპოში შეჩერებული ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება.
"მიღწეულია შეთანხმება ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუაციის პროცესის განახლებაზე", - განუცხადა სააგენტოს წყარომ სირიის მთავრობიდან.
გუშინ მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.
ლიბანში მდებარე "ალ-მანარ ჰეზბოლა ტვ-ს" ინფორმაციით, სირიის არმიამ ევაკუაციის პროცესი შეაჩერა იმის გამო, რომ მეამბოხეებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.