დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მდიდრულად გამოიყურება.
აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა წამყვან თანამდებობებზე ძირითადად მილიარდერები და მულტიმილიონერები დაასახელა. საერთო ჯამში, აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის ქონება 14 მილიარდ დოლარს უტოლდება
ბეთსი დავოსი - 5,2 მილიარდი დოლარი
ტრამპის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მდიდარი განათლების მდივნის პოსტზე წარდგენილი ბეთსი დევოსია, რომლის ქონება 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვიდრე ტრამპი ამ თანამდებობაზე დაასახელბდა ბეთსი დავოსი 2003-2005 წლებში მიჩიგანში რესპუბლიკელთა პარტიის თავმჯდომარე იყო.
სტივენ მნუჩინი - 40 მილიონი დოლარი
ხაზინის მდივნის იგივე ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი სტივენ მნუჩინის ქონება 40 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მნუჩინი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა Goldman Sachs-ში, სადაც საინვესტიციო ბანკირი იყო.
მნუჩინს აგრეთვე იტაცებს კინოპროდუსერობა და ისეთი ფილმების პროდუსერია, როგორებიცაა "პაის ცხოვრება", "ამერიკელი სნაიპერი", "შეშლილი მაქსი 4" და ა.შ.
უილბარ როსი - 2,9 მილიარდი დოლარი
"ფორბსის" მონაცემებით, აშშ-ის ვაჭრობის მომავალი მინისტრის უილბარ როსის, მეტსახელად "გაკოტრების მეფის" ქონება 2.9 მილიარდი დოლარია. "ფორბსის" ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში როსი 232-ე ადგილს იკავებს.
როსი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამს. "ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპს ვუჭერ მხარს, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტად რადიკალური და ახალი მიდგომა მთავრობისადმი. ჩემი აზრით, მიზეზი, რის გამოც ტრამპის ფენომენი ასეთი მნიშვნელოვანი გახდა, საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის ამერიკელებშია, რომლებიც ბოლო 10-15 წელია სარგებელს ვეღარ ნახულობენ ქვეყნის ეკონომიკისგან. ეს ფენა დაიღალა და მათ სიახლეები უნდათ", - განაცხადა როსიმ ერთ-ერთი ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა