სერგეი ლავროვი - რუსეთის ელჩის მკვლელობის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირის გამოთხრაა

სერგეი ლავროვი - რუსეთის ელჩის მკვლელობის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირის გამოთხრაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირის გამოთხრაა, - იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

"როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში და სატელევიზიო გამოსვლაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ბარბაროსული აქტის ჩამდენების მთავარი მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვის ძირის გამოთხრა იყო", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს ასევე იმიტომ განხორციელდა, რომ ხელი შეშლოდა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"ეს არის მიზანი უგვანო საშუალებებით. არ გაუვათ", - დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"