გერმანული გაზეთი Die Welt-ის ინფორმაციით, რომელიც პოლიციაში არსებულ წყაროს ეყრდნობა, დაკავებული ეჭვმიტანილი ბერლინის ტერორისტულ აქტში შესაძლოა ტერორისტული აქტის რეალური ჩამდენი არ იყოს, - იუწყება Reuters.
წყაროს ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩამდენი "შეიარაღებულია და შეუძლია ზიანი მიაყენოს მოსახლეობას".
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, სატვირთო მანქანის მძღოლი წარმოშობით პაკისტანელია, რომელიც გერმანიაში შარშან ჩავიდა და თავშესაფარის მიღება სურდა.
გუშინ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.
გერმანიის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.