რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო

რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო

ფოტოგრაფმა ბურჰან ოზბილიჩმა ანკარაში, არტ გალერეაში შეიარა, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვისთვის ფოტოები გადაიღო. გალერეა მის ოფისთან ახლოს მდებარეობს. ელჩის სიტყვით გამოსვლის დროს შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო და დიპლომატს ესროლა.

გამოფენაზე რუსეთის ფოტოები იყო გამოტანილი. როდესაც მოულოდნელად კაცმა იარაღი ამოიღო, ხალხმა იფიქრა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. მაგრამ მკვლელმა წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა ჩაიდინა. გალარეაში შეკრებილი ხალხი კუთხეში შეშინებული მიიყუჟა.

"შემეშინდა, დავიბენი, მაგრამ კედელთან სტენდს ამოვეფარე და ჩემი საქმე გავაკეთე: ფოტოები გადავიღე" - ჰყვება ფოტოგრაფი.

"როდესაც გალერეაში შევედი, ელჩი უკვე სიტყვით მოდიოდა. მივუახლოვდი, რომ გადამეღო. თავის სამშობლოზე სიყვარულით საუბრობდა. მახსოვს, ვიფიქრე, როგორი მშვიდი და თავაზიანია-თქო. შემდეგ სროლის ხმა გაისმა და შენობაში პანიკა ატყდა.

ელჩი ძირს დავარდა, მის ირგვლივ სისხლი არ შეინიშნებოდა. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი რა მოხდა. კაცი ჩემს თვალწინ მოკვდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ამოძრავებდა მსროლელს. შემდეგ როგორც მითხრეს, ალეპოში რუსების ბომბდამშენების შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის იძია შური. ალაჰუ აკბარ - დაიყვირა, ძალიან აჟიტირებული იყო. გავიფიქრე, რომ მე ჩემი საქმე უნდა შემესრულებინა. ვერ გავიქცეოდი ფოტომასალის გარეშე. ის კოლეგები გამახსენდა, რომლებიც ფოტოების გადაღებისას საომარ ზონებში დაიღუპნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცი ძალიან აჟიტირებული იყო, საკუთარ თავს აკონტროლებდა. დაცვამ გვითხრა, რომ ტერიტორია დაგვეტოვებინა. მალევე დაიწყო პოლიციის ოპერაცია. თავდამსხმელი მალევე მოკლეს. როდესაც სახლში ფოტოების შესწორება დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ მსროლელი ელჩის უკან იდგა, მეგობარივით ან დაცვასავით"- ჰყვება ფოტოგრაფი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ: როგორ ესვრის მკვლელი რუსეთის ელჩს - ინტერნეტში თავდასხმის ვიდეოკადრები გავრცელდა

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"