რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან დგანან გიულენის ტერორისტები, რაც ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის - მევლუთ ჩავუშოღლუ

რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან დგანან გიულენის ტერორისტები, რაც ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან დგანან ფეთჰულა გიულენის ტერორისტები, ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის, - იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ".

ანკარაში დიპლომატიური წყაროების თანახმად, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

ჯონ კერიმ ჩავუშოღლუს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე დამწუხრებულია რუსეთის ელჩის მკვლელობით.

მხარეებმა ასევე განიხილეს სირიის თემა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"