ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა

ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა

ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. გმირის წოდება ანდრეი კარლოვს მიენიჭა "თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე გამოჩენილი სიმტკიცე და მამაცობისთვის და რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის".

19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"