რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი - Ту-154-ის ნამსხვრევების ნაწილი შესაძლოა აფხაზეთში აღმოჩნდეს და მთავრობა მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი - Ту-154-ის ნამსხვრევების ნაწილი შესაძლოა აფხაზეთში აღმოჩნდეს და მთავრობა მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს

Ту-154-ის ნამსხვრევების ნაწილი შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოჩნდეს და აფხაზეთის მთავრობა მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, კვირას ის დაუკავშირდა "აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და პრემიერ-მინისტრს ბესლან ბარციცს".

"ჩვენი აფხაზი კოლეგები მზად არიან ჩართონ თავიანთი ძალები და საშუალებები საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ურთიერთქმედებისთვის", - აღნიშნა მაქსიმ სოკოლოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"