დონალდ ტრამპი - სამწუხაროა, რომ გაერო წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება და დროს სასიამოვნოდ ატარებენ

დონალდ ტრამპი - სამწუხაროა, რომ გაერო წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება და დროს სასიამოვნოდ ატარებენ

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია.

"გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა", - დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 24 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ "გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება".

"რაც შეეხება გაერო-ს, ყველაფერი შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"