ვახურდავებდი ფულს და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო 9% ყოფილა - სავალუტო ჯიხურში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოება აღაშფოთა

ვახურდავებდი ფულს და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო 9% ყოფილა - სავალუტო ჯიხურში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოება აღაშფოთა

"ფეისბუქის" მომხმარებელი ირაკლი უშვერიძე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომხდარ ინციდენტზე წერს:

"გამარჯობა მეგობრებო, დღეს მომივიდა ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ პუნკტში, რომელიც იმყოფება პუშკინის ქ. №6, 100$ ვახურდავებდი და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო ყოფილა 9%, ყურადღება არ მივაქციე, მიჩვეული ვარ რომ ფულს ყოველთვის ვახურდავებ იმ კურსით რომელიც გარედან წერია და საკომისიო პირველად მესმის.

მოლარეს ვთხოვე რომ ფული უკან დამიბრუნოს, რაზეც მიპასუხა რომ არ დაგიბრუნებ, თუ გინდა პოლიციას დაურეკე ან მიჩივლე ფულს არ დაიბრუნებო. დაახლოებით ნახევარი საათით გავედი მაგ ადგილიდან, როცა დავბრუნდი დამხვდა 2 პოლიციის მანქანა და დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ჩემნაირად მოატყუეს 80 ლარად, პოლიციამ მხრები ათამაშეს და წავიდნენ, თქვეს რომ ყველაფერი კანონიერია. ჩვენ გადავწვიტეთ ვიდგეთ მანდ და უბრალოდ ხალხი გავაფრთხილოთ, 4 საათის განმავლობაში 15-20 ადამიანი აპირებდა დახურდავებას, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ რა თქმა უნდა ყველამ გადაიფიქრა.

ხვალ ვაპირებთ 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე მანდ ვიქნებით, და შევეცდებით რომ არცერთი ადამიანი არ მოტყუვდეს. თუ გცალიათ შემოგვიერთდი, რომ შევანაცვლოთ ერთმანეთი", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.

პოსტს აღშფოთებული ადამიანების კომენტარები და უამრავი გაზრიარება აქვს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს