ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს საიუველირო მაღაზიიდან 6 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა მოიპარეს

ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს საიუველირო მაღაზიიდან 6 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა მოიპარეს

ახალი წლის ღამეს, როცა ნიუ-იორკში, ტაიმს სქვერზე შეკრებილი ასი ათასობით ადამიანი ბროლის ბურთის დაშვებას სუნთქვაშეკრული ელოდა, სამმა მძარცველმა საიუველირო მაღაზიიდან 6 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების სამკაულები გაიტაცა.

სამართამდალცველებმა New York Post-ს განუცხადეს, რომ მძარცველების სამეული იმ მომენტს ელოდა, როცა ბროლის ბურთი დაშვებას დაიწყებდა. სანამ ტაიმს სქვერს 7 000-მდე პოლიციელი იცავდა, რამდენიმე ქუჩის დაშორებით, 36-ე ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიის უკანა კარი სამმა მძარცველმა გატეხა და ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები გაიტაცა.

იხილეთ სათვალთვალო კამერის კადრები

მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მაღაზია Gregg Ruth-ში. ეს უკანასკნელი ცნობილია უიშვიათესი ყვითელი და ვარდისფერი ბრილიანტის სამკაულებით. ერთ-ერთ მძარცველს ნიღაბი ეკეთა, მეორეს სახე კი კამერაში გარკვევით ჩანს. ყაჩაღები მალევე მიხვდნენ, რომ კამერა უღებდათ და შესასვლელთან დამონტაჟებული ვიდეოთვალი გათიშეს.

გახსნილია ორი სეიფი, საიდანაც  გატაცებულია ბრილიანტებით მორთული 18-კარატიანი ოქროს სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მაღაზიის ძარცვაში შინაურის ხელი ურევია: სეიფები გატეხილი არ არის, ისინი ან წინასწარ იყო გახსნილი, ან მძარცველებმა მისი კომბინაცია იცოდნენ და სუფთად გააღეს.

სამართალდამცველები ძარცვაში ბრალდებულებს ეძებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"