დონალდ ტრამპი პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციას მომდევნო კვირას გამართავს

დონალდ ტრამპი პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციას მომდევნო კვირას გამართავს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი დიდი პრესკონფერენცია მომდევნო კვირაში, 11 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ს ტრამპის თანაშემწემ კელიენ კონუეიმ განუცხადა.

"მე ვიცი, რომ გეგმა ჯერჯერობით ასეთია. ამგვარად, პრესკონფერენცია მომდევნო კვირაში გაიმართება", - აღნიშნა კელიენ კონუეიმ.

ჩვეულებისამებრ, აშშ-ში არჩეული პრეზიდენტი ჟურნალისტებთან პირველ შეხვედრას არჩევნებიდან ორიოდ დღეში მართავს. ტელეკომპანიის ცნობით, ასეთი წესი ჟურნალისტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

დონალდ ტრამპი მასშტაბური პრესკონფერენციის გამართვას დეკემბერში გეგმავდა. თუმცა, 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პრესკონფერენცია 2017 წელს გაიმართებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"