თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 20 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 20 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 20 წევრი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ახალ წელს ღამის კლუბში ტერორისტულ აქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ".

თურქი სამართალდამცველების ოპერაცია ქალაქ იზმირში ჩატარდა, სადაც ოთხ სხვადასხვა ადგილას 20 ადამიანი დააკავეს, აქედან 11 ქალია.

დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლში ტერორისტული აქტის ჩამდენის ვინაობა დადგენილია, თუმცა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუმჟღავნებია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"